წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სამართლებრივ შეთანხმებას ინდივიდუალურ მეწარმე გვანცა მაღლაკელიძეს (ს/ნ 53001057907) (შემდგომში „კომპანია“) და მომხმარებელს შორის, ვებგვერდისა და სერვისების გამოყენებისას.
ვებგვერდზე შესვლა ან სერვისით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება ქვემოთ მოცემულ წესებს.
1. ზოგადი დებულებები
1.1. კომპანია ახორციელებს კაბებისა და აქსესუარების გაყიდვასა და გაქირავებას.
1.2. კომპანია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე წესები, რომლებიც ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
1.3. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს წესებს მომსახურების მიღებამდე.
2. დაჯავშნა და გაქირავების პროცესი
2.1. კაბის დაჯავშნა ხორციელდება ვებსაიტზე არსებული ავტომატური სისტემის მეშვეობით.
2.2. მომხმარებელი ვებსაიტზე ირჩევს:
- სასურველ კაბას
- გაქირავების თარიღს
- გაქირავების ვადას
2.3. სისტემა ავტომატურად აფიქსირებს კაბის ხელმისაწვდომობას არჩეული პერიოდისთვის.
2.4. დაჯავშნა ითვლება ძალაში შესულად მხოლოდ წინასწარი გადახდის („ბეს“) განხორციელების შემდეგ. ბეს გადახდა წარმოადგენს კაბის კონკრეტული თარიღის რეზერვაციას და არ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომპანია ვერ უზრუნველყოფს მომსახურებას.
2.5. გაქირავების საბოლოო თანხა განისაზღვრება ვებსაიტზე მითითებული ტარიფის შესაბამისად და გადაიხდება კაბის გატანის დღეს.
3. გაქირავების ვადა და დაბრუნება
3.1. კაბის გაქირავების ვადა განისაზღვრება წინასწარი შეთანხმებით.
3.2. კაბის დაბრუნება უნდა განხორციელდეს შეთანხმებულ თარიღსა და მდგომარეობაში.
3.3. დაბრუნება ხდება შოურუმში.
4. გაყიდვა და მიწოდების პირობები
4.1. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს როგორც პროდუქციის გაქირავებას, ასევე გაყიდვას.
4.2. პროდუქციის შეძენის შემთხვევაში მიწოდება ხორციელდება საქართველოს მასშტაბით.
4.3. მიწოდების საფასური განისაზღვრება მისამართის მიხედვით:
- ქუთაისის ფარგლებში — 5 (ხუთი) ლარი
- ქუთაისი / თბილისი — 10.5 (ათი ლარი და ორმოცდაათი თეთრი)
- რეგიონები და სოფლები — 15.5 (თხუთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი)
4.4. შეკვეთის დამუშავებისა და მიწოდების ვადა დამოკიდებულია ლოკაციაზე და შეთანხმდება მომხმარებელთან ინდივიდუალურად.
4.5. კომპანია პასუხისმგებელია პროდუქციის სწორად შეფუთვასა და გადაცემაზე კურიერული მომსახურებისთვის.
4.6. მომხმარებელი ვალდებულია მიწოდებისას შეამოწმოს პროდუქციის მდგომარეობა. დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომპანიას.
4.7. ინდივიდუალურად შეკვეთილი ან დაჯავშნილი პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.
5. დაგვიანება
5.1. დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს ერიცხება დღიური საურავი — 10 (ათი) ლარი ყოველი დაგვიანებული დღისთვის.
5.2. საურავი ირიცხება სრულად ვალდებულების შესრულებამდე.
6. პროდუქციის მდგომარეობა და პასუხისმგებლობა
6.1. მომხმარებელი ვალდებულია კაბა დააბრუნოს იმავე მდგომარეობაში, როგორშიც მიიღო.
6.2. ქიმწმენდის მომსახურებას უზრუნველყოფს კომპანია.
6.3. მცირე დაზიანების შემთხვევაში (ელვა, ღილი, მცირე ნაკერი ან მსგავსი) მომხმარებელი იხდის 10 (ათი) ლარს.
6.4. მნიშვნელოვანი დაზიანების, ძლიერად დაბინძურების ან პროდუქტის გაფუჭების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია აანაზღაუროს პროდუქციის სრული ღირებულება.
7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
7.1. კომპანია არ აგებს პასუხს იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია პროდუქტის არასწორი გამოყენებით ან მომხმარებლის დაუდევრობით.
7.2. კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი გადაეცა დაზიანებული ფორმით.
8. პროდუქტის გატანა
9.1. პროდუქციის გატანა ხდება მხოლოდ შოურუმიდან წინასწარი დაჯავშნის საფუძველზე.
დავით აღმაშენებლის გამზირი 48, ქუთაისი
პეკინის გამზირი 31, თბილისი
9. დავების გადაწყვეტა
9.1. დავები წყდება მოლაპარაკების გზით.
9.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს მეშვეობით.
10. საკონტაქტო ინფორმაცია
ინდივიდუალური მეწარმე გვანცა მაღლაკელიძე
ს/ნ: 53001057907
ელ-ფოსტა: info@dakalebi.ge
ტელეფონი: (+995) 551 11 69 19