ჩვენი ისტორია დაიწყო სამი მეგობრის საერთო ხედვით — შეგვექმნა სივრცე, სადაც ყველა ქალს შეეძლებოდა საკუთარი სტილის, ხასიათისა და განსაკუთრებული დღის შესაფერისი ლუქის პოვნა.
დღეს ჩვენი ბუტიკი თბილისში და ქუთაისში აერთიანებს საღამოს, საქორწილო და სპეციალური ღონისძიებებისთვის შერჩეულ კაბებს, ჩანთებსა და ფეხსაცმელს, რომლებიც ხელმისაწვდომია როგორც გაქირავებისთვის, ასევე შესაძენად.
ჩვენთვის მოდა მხოლოდ ტანსაცმელი არ არის — ეს არის თავდაჯერებულობა, ემოცია და განსაკუთრებული შეგრძნება, რომელიც თითოეულ მნიშვნელოვან მომენტს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ დეტალებს, ხარისხს და თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურ სტილს.
ჩვენს კოლექციაში შეხვდებით როგორც კლასიკურ და ელეგანტურ, ისე თანამედროვე და გამორჩეულ დიზაინებს, რომლებიც იდეალურად მოერგება ქორწილს, საღამოს ღონისძიებას, ფოტოსესიას, ნიშნობას, დაბადების დღესა თუ სხვა მნიშვნელოვან დღეს.
ჩვენი მიზანია, თითოეულმა სტუმარმა თავი განსაკუთრებულად იგრძნოს — ლუქით, რომელიც სრულად გამოხატავს მის სტილს და ხასიათს.
გამოგვიწერეთ, რათა არ გამოგრჩეთ ჩვენისი სიახლეები და ფასდაკლებები