[კარაოკე კონკურსი] გამოუვალი მდგომარეობა - შენს ტუჩებზე

იმღერე გამოუვალი მდგომარეობის სიმღერა “შენს ტუჩებზე”, გადაიღე ორიგინალური ვიდეო და მოიგე პრიზები კოკა-კოლასგან და ბილეთები ჯგუფის ახალი ალბომის საპრეზენტაციო კონცერტზე რომელიც 5 ივნისს ჩატარდება. საუკეთესო ვიდეოს ავტორი კონცერტზე შეასრულებს სიმღერას ბენდთან ერთად!

კონკურსის წესები მარტივია:

  1. გადმოწერეთ სიმღერის mp3 ამ ლინკიდან. (ან ამ ლინკიდან)
  2. გადაიღეთ ვიდეო. (თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი მოწყობილობით :) )
  3. ატვირთეთ Youtube.com-ზე. სიმღერას სათაურად დააწერეთ (აუცილებლად) თქვენი სახელი და გვარი და სიმღერის სახელწოდება “შენს ტუჩებზე”, ვიდეოს აღწერაში მიუთითეთ ორიგინალი სიმღერის ეს ლინკი - https://youtu.be/PKs38_808og
  4. მოგვაწოდეთ თქვენი ატვირთული ვიდეოს ლინკი მეილზე gm@formulacreative.ge ან დაგვიშეარეთ გამოუვალი მდგომარეობის ფეისბუქ გვერდზე ან გამოგვიგზავნეთ ამავე გვერდზე პირადი შეტყობინების საშუალებით.

გამარჯვებული გამოვლინდება კონცერტამდე 5 დღით ადრე - 30 მაისს. კარაოკე კონკურსით გამოვლინდება 10 გამარჯვებული! ის ათი კონკურსანტი ვის საკონკურსო ვიდეოსაც 29 მაისს, 23:59-ზე ექნება ყველაზე მეტი ნახვა იუთუბზე - მოიგებს კოკა-კოლას ამ სპეციალურ სასაჩუქრე ნაკრებს, გამოუვალი მდგომარეობის ახალ ალბომს და 5 ივნისის ჯგუფის ამავე ალბომის საპრეზენტაციო კონცერტის 2 ბილეთს!

 

ხოლო ყველაზე მეტი ნახვის მქონე ათ კონკურსანტს შორის ერთ საუკეთესოს თავად ბენდი შეარჩევს, რომელიც კონცერტზე გამოუვალ მდგომარეობასთან ერთად შეასრულებს ამ სიმღერას! :)

პროექტის ორგანიზატორები კოკა-კოლა, ბრავო რექორდს და ფორმულა კრეატივი.

კომენტარები: