სერიალის შესახებ

ჩემი ცოლის დაქალები არის ფორმულა კრეატივის შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალი, რომელიც 2011 წლიდან ყოველ შაბათ-კვირას გადის რუსთავი2-ზე.

სერიალი აღწერს ერთმანეთისგან განსხვავებული ბავშვობის მეგობრების, ფემინისტი თინას, ქარაფშუტა კატოსა და დიასახლისი ნინას ცხოვრებას, რომელთაც მესამე და მეხუთე სეზონებში შეუერთდათ ახალი დაქალები - ნატაშკა და ანკა.

ჩემი ცოლის დაქალები ეხება ქართული საზოგადოებისთვის აქტუალურ თანამედროვე სოციალურ პრობლემებს და საკითხებს, რომელიც ყველა თაობის მაყურებლისთვის არის საინტერესო.

სცენარის ავტორი: ქეთი დევდარიანი

რეჟისორები: გიორგი ლიფონავა, რატი რამიშვილი

პროდიუსერები: ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე, მიშა მშვილდაძე

როლებში: ანი ტყებუჩავა, ლევან ყოჩიაშვილი, მაკა ძაგანია, ლელა მებურიშვილი, ბაია დვალიშვილი, გიორგი ნაკაშიძე, თინა მახარაძე, გიორგი ბახუტაშვილი, ლეო ანთაძე, მედეა ლორთქიფანიძე, გიორგი ბოჭორიშვილი, ქეთა ორბელაძე, გიორგი ბარბაქაძე.